უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვა: ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა სამჯერ გადადო

ვლადიმირ პუტინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამჯერ გადადო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.

სკიბიცკის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის იდეა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან და თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერთად არაერთხელ განიხილა. თუმცა, მათივე ინფორმაციით, შეტევას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) დაჟინებით მოითხოვდა.

"ისინი [FSB-ის წარმომადგენლები] დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეჭრისთვის საკმარისად მომზადებულები იყვნენ. ამისთვის უზარმაზარი რესურსები ჩადეს და გერასიმოვს შეტევისკენ უბიძგეს. ის ფაქტი, რომ საკვებით, საბრძოლო მასალითა და საწვავით რუსეთის ქვედანაყოფებს სამი დღის განმავლობაში [კიევის აღების მცდელობისას] უზრუნველყოფდნენ, აჩვენებს რამდენად შეცდნენ გაანგარიშებაში. ყველა პირველი [სამხედრო] სამიზნე გეგმა ჩაიშალა: კიევს ვერ შემოარტყეს ალყა, ვერ აიღეს სუმი, ჩერნიგოვი და ხარკოვი". – ამბობს სკიბიცკი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, რუსი ოკუპანტების გაშვებული რაკეტების რაოდენობა უკრაინელებს ვერ შეაშინებს

"რამდენი ოდიოზური რაკეტაც არ უნდა გაუშვან რუსმა ტერორისტებმა, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინის არმიამ იცის, როგორ დაიცვას ჩვენი ცა. მადლობა გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ქრისტინ ლამბრეხტს უკრაინის ახალი შესაძლებლობებისთვის". – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე.

კომენტარები