ირანი

ირანი: რუსეთთან კავშირის გაძლიერებისთვის ნებართვა არავისგან გვჭირდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად "ნებართვა არავისგან სჭირდება". 

CIA-ის ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა PBS-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა "ნამდვილ საფრთხეს უქმნის" აშშ-ს მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანანმა კომენტარებს "უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ ისინი "ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პროპაგანდისტული ომის ნაწილია".

"თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს". - თქვა კანანმა კვირას განცხადებაში.

ირანის "ეროვნული ინტერესები" განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას, დამატებით აღნიშნა მან.

"ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის, სფეროში, რაც ფართოვდება საერთო ინტერესების ფარგლებში. და არ ეწინააღმდეგება არცერთ მესამე ქვეყანას". - განმარტა სპიკერმა. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ 9 დეკემბერს თეირანისა და მოსკოვის სამხედრო პარტნიორობას უკრაინისთვის, ირანის მეზობლებისა და მსოფლიოსთვის "საზიანო" უწოდა.

ირანმა აღიარა, რომ ომამდე "ბევრი თვით ადრე" მოსკოვს დრონების შეზღუდული რაოდენობა გაუგზავნა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სიცრუეა და ომის მიმდინარეობისას ირანული დრონები რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად ბევრჯერ გამოიყენა.

კომენტარები