რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომში მორალის გასაძლიერებლად რუსეთი უკრაინაში მუსიკოსებს გაგზავნის

რუსეთი ომში მორალის ასამაღლებლად მუსიკოსებს ომის ფრონტზე გაგზავნის.

თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ "წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" ფორმირება დაიწყო და, უწყების ცნობით, მასში შედიან როგორც მომღერლები, ასევე მუსიკოსები.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, ახალი შემოქმედებითი ბრიგადა - რომელიც აწარმოებს კამპანიას, რომ საზოგადოებამ მუსიკალური ინსტრუმენტები სამხედროებს გადასცემ - ისტორიული ხერხია მორალის ასამაღლებლად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები დაბალ მორალს რუსეთის ჯარში რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ. 

რუსული გამოცემის RBC news-ის თანახმად, ბრიგადა დაკომპლექტდება მობილიზებული ჯარებისგან, ასევე "პროფესიონალი ხელოვანებისგან, რომლებიც ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში". 

"ახალ დანაყოფს დაევალება შეინარჩუნოს მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები