მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ოდიშარია: სააკაშვილი ოჯახის მიტანილს მიირთმევს, სხვები რატომ შიმშილობენ, ვერ ვხდები

ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხების გამო ასეთი აქციების მოწყობა და შიმშილობა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ როცა პატიმარი სააკაშვილი ვივამედში სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ, რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხდები... კიდევე ერთხელ მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ, იმიტომ რომ გაუგებარია, რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, რომ მსჯავრდებული, როგორც პაციენტი სასჯელს იხდის ერთერთ საუკეთესო კლინიკაში, რომლის მკურნალობაც დღემდე 200 000 ლარი დაჯდა და რაღაზე შიმშილობენ, ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ, რა ფუფუნება უნდა შეიქმნას კიდევ?!

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის სამი დეპუტატი პარლამენტში შიმშილობს. ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია უკვე მე-4 დღეა შიმშილობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო მათ რიგებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა და პარლამენტის შენობა დატოვა

კომენტარები