რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენი მოსახლეობის დასაცავად გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ჯავშანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გენერატორები, რათა მოსახლეობან ზამთრის გადატანა შეძლოს. ამის შესახებ ზელენსკიმ პარიზში გამართულ საგანგებო კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უკრაინისთვის მომდევნო ოთხი თვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება განიხილება.

ზელენსკის თქმით, უკრაინას დამატებით 800 მილიონი ევრო სჭირდება ზამთრის გადასატანად და 1.5 მილიარდი ევრო გრძელვადიანად ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავუმკლავდეთ უსინათლობას და ენერგეტიკულ ტერორს. ჩვენი ელექტროსადგურების უმრავლესობა დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან განადგურებულია. ყოველ დღე, ჩვენს ინჟინრებს უწევთ მილიონობით უკრაინელისთვის ელექტროენერგიის გამორთვა შეკეთებითი სამუშაოების გამო. ამჟამად, საუბარია 12 მილიონზე. ყოველ დღე, ჩვენ ველით ახალ თავდასხმებს რუსეთიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჯავშანი". – თქვა ზელენსკიმ.

26 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ტექნიკა, რომელიც ენერგიას ზომიერად მოიხმარს. 

"თუ ელექტროენერგია კვლავ მოგეწოდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ რამდენიმე ძლიერი ელექტრო ოწყობილობა ერთდროულად.

[...] ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ ზამთარს, ზამთარს, რომელიც ყველას ემახსოვრება". - თქვა მან. 

კომენტარები