უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 6 მილიონი ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მიზეზი ბოლო კვირაში რუსი ოკუპანტების მასობრივი სარაკეტო დარყმებია.
"საღამოს მდგომარეობით, ენერგია არ მიეწოდება უმეტეს რეგიონსა და კიევს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ნოემბერს, საღამოს ჩაწერილ მიმართვაში.
ოთხშაბათიდან დაზარალებული ოჯახების რაოდენობა განახევრდა, მაგრამ ზამთრის მოახლოვებასთან ერთად მილიონობით ადამიანი კვლავ სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშეა დარჩენილი.
ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ დედაქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. მისივე სიტყვებით, უკვე 20-30 საათია, რაც ამ ადგილებში მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ტექნიკა, რომელიც ენერგიას ზომიერად მოიხმარს.
"თუ ელექტროენერგია კვლავ მოგეწოდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ რამდენიმე ძლიერი ელექტრო ოწყობილობა ერთდროულად.
[...] ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ ზამთარს, ზამთარს, რომელიც ყველას ემახსოვრება". - თქვა მან.