მიხეილ სააკაშვილი

ალასანია: [სააკაშვილის] ფოტო რეალობას არ ასახავს, ვერ გავიგე, რა მიზანს ემსახურება

ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, ძალიან გამაკვირვა... მან [მიხეილ სააკაშვილმა] არაფერი არ იცოდა, მე არაფერი არ ვიცოდი, არავინ არაფერი არ იცოდა. მე არ ვიცი, საიდან მოხვდა, ეს როგორი, რა ფაქტია საერთოდ... რა მიზანს ემსახურება, ვერ გავიგე, იმიტომ, რომ ფოტო, რომელიც ვნახე, არ ასახავს რეალობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო, ვერ გავიგე. თუ უნდოდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე. გუშინ, 11 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა სააკაშვილის ფოტოები, რომლებიც, თავდაპირველი განმარტების მიხედვით, ერთი თვის წინ იყო გადაღებული. მოგვიანებით ფორმულამ განმარტება ჩაასწორა და დაწერა, რომ ფოტოები აგვისტოში გადაღებულია. 

კომენტარები