რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: მოლაპარაკების განახლებისას რუსეთს უნდა მიეცეს უსაფრთხოების გარანტია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას სურს, რუსეთს მიეცეს "უსაფრთხოების გარანტია, როდესაც ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება", თუმცა მოლაპარაკებები უკრაინის პირობებით უნდა დაიწყოს.

მაკრონი ამბობს, რომ NATO-ს გაფართოება მსოფლიოს მომავალი მშვიდობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იქნება.

"როგორ ფიქრობთ, როცა ელზასისა და ლოთარინგიის დაბრუნება მოგვიწია, გვინდოდა მსოფლიოს ლიდერებს ეთქვათ, რა როგორ გაგვეკეთებინა? [...] უკრაინელი ხალხის გადასწყვეტია, რა პირობებში, როგორ, რას და როდის გააკეთებს. თუმცა ევროპის მომავალი უსაფრთხოება ჩვენზეა დამოკიდებული". – თქვა მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ხშირად უსვამს ხაზს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების საჭიროებას. NATO-ს შეფასებით, რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები უკრაინის გადასაწყვეტია და ალიანსის მთავარი როლი არა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობების შეფასება.

კომენტარები