რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვანდალები ვატიკანში უკრაინის ელჩის რეზიდენციას თავს დაესხნენ

AP Photo/Gregorio Borgia

ვატიკანში უკრაინის ელჩის, ანდრიი იურაშის ცნობით, პირველ დეკემბერს რომის რეზიდენციის შესასვლელს ვანდალები, მისი აზრით - ცხოველთა ფეკალური მასებით, დაესხნენ თავს.

ბინის კარი, კიბეები და კედლები "ბინძური ნივთიერებით იყო დასვრილი, რასაც უსიამოვნო სუნი ჰქონდა". - უთხრა ელჩმა Associated Press-ს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ცნობით, მსოფლიო მასშტაბით უკრაინელმა დიპლომატებმა მიიღეს 100-ზე მეტი წერილი, რომლებიც ან ასაფეთქებელ ნივთიერებას ან ცხოველთა ნაწილებს შეიცავდა. 

მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ "სისხლიანი ამანათები" მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე საკონსულოებმა ნეაპოლში, კრაკოვსა და ბრნოში. 

უკრაინის ყველა საელჩომ და საკონსულომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ნიკოლენკო ციტირებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, რომელიც ამბობს, რომ "არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, კარგად დაგეგმილი ტერორისა და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს“.

კომენტარები