რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინის ელექტროსისტემისთვის $53 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ელექტროგადამცემი ქსელის აღჭურვილობის შესაძენად $53 მილიონი გამოყო. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მილიონობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა.

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენისთვის". - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

დახმარების პაკეტში, ამასთანავე, შედის სადისტრიბუციო ტრანსფორმატორები, ამომრთველები, დენის დამჭერები და სხვა საჭირო აღჭურვილობა.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზამთარს "ომის იარაღად" იყენებს.

NATO-ს სამხედრო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა იპოვონ გზები, თუ როგორ დაეხმარონ კიევის არმიასა და შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე. 

რუსეთი აღიარებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მაგრამ უარყოფს, რომ განზრახ ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას.

კომენტარები