ზუგდიდი

ზუგდიდში კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, თავადაც გადაისხა და დამწვრობით დაიღუპა

ზუგდიდში კაცმა მეზობლის მოკვლა სცადა - ბენზინი გადაასხა, შემდეგ თავადაც გადაისხა და ცეცხლი წაუკიდა. 

თავდამსხმელი დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. მეზობელი კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში იმყოფება. 

კლინიკაში იმყოფება დაღუპულის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა. 

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები