ენმ

ხვადაგიანი: მედიამ უნდა შეახსენოს მოქალაქეს საჯარო პირის ყველა ტყუილი თუ პოზიციის ცვლილება

ადამიანებს ცოტა დრო გვაქვს. სამსახური, სახლი, მიწა, ბაღჩა, ბავშვები, მშობლები, ნათესავები – ათასი საქმეა. თუ მაინცდამაინც პროფესიას და სამსახურს არ ეხება ყველა გამოსვლის ცოდნა, დიდი შანსია წარსული დაგვავიწყდეს, წინა გამოსვლები და პოზიციები არ გვახსოვდეს და მოწყვლადი ვიყოთ მატყუარა პოლიტიკოსის თუ საჯარო პირის მიმართ.

ამ დროს, ჩვენი დაცვა მედიის საქმეა. მედიამ უნდა შეახსენოს საჯარო პირს ყველა არათანმიმდევრულობა, ყველა ტყუილი თუ პოზიციის ცვლილება, მედია უნდა იდგეს დარაჯად, რომ არავინ მოატყუოს მოქალაქე, რომელსაც დარაჯად დგომის დრო არ აქვს.

დილიდან ფეისბუქი ჩამოვსქროლე და მედიის წარმომადგენლები ტაბულას სტანდარტს უწუნებენ, რას ქვია პოლიტიკოსს, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის მსურველს, აგერ გუშინწინდელ პოზიციას უტუტურებთ ცხვირშიო.

მედია რასაც უნდა შვებოდეს, იმაზე ეუბნებიან, რატომ შვრებითო. ტყუილს წერო ამას კი არ საყვედურობენ თან, რადგან ტაბულა არ ტყუის. ბოღმობას ტენიან – თამარაა განაწყენებული და ძველ გრეხებს უხსენებსო. არადა ძველი გრეხების გახსენება, აგერ გუშინდელი გრეხის მაინც, აუცილებლად უნდა იყოს მედიის საქმე.

ჩემით რომ არ გამახსენდეს, მედიამ უნდა მითხრას, რათა მზად ვიყო, შეიარაღებული ვიყო ცოდნით და ჩემს გადაგდებას ფასი ჰქონდეს პოლიტიკოსისთვისაც. მედია უნდა იყოს ამ გაგებით "ბოღმა" ზუსტადაც. მაგრამ მერე რა ეშველოს კუტოკობას, ჩემიანი-მისიანს, ეგოს, დამფინანსებლის ინტერესებს და ათას სხვა დოზანას.

წერს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი. 26 ნოემბერს ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს, ტაბულამ მკითხველს შეახსენა, რომ 2021 წელს პოლიტიკოსმა ევროპული საქართველო "ახალი თაობისთვის გზის დათმობის" მიზნით დატოვა.

კომენტარები