რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ლიტველმა მხატვარმა რუსი ოკუპანტების მინიატიურული ფიგურების სერია შექმნა [ფოტოები]

ლიტველმა მხატვარმა, ტომას უფსკასმა კომპოზიცია Brothers in Arms 24 მაისს დაასრულა.

მინიატიურები ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ძარცვავენ პუტინის ჯარისკაცები უკრაინელთა სახლებს - იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც შესაძლებელია.

აუქციონზე ნივთების შესყიდვა 2 000 ევროთი იწყება. მინიატიურის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად უკრაინის ჯარს მოხმარდება.

ომის დაწყების შემდეგ რუს ჯარისკაცებს არაერთხელ დასდეს ბრალი დროებით ოკუპირებულ მიწებზე ძარცვაში. მაგალითად, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში უკრაინიდან მოპარული ნივთების გასაყიდად ბაზარი გახსნეს.

კომენტარები