ფემიციდი

თერჯოლაში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც, ქალი გარდაიცვალა, ბრალდებული კი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". - ამბობენ შსს-ში.

კომენტარები