რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტებმა ვერ გააცნობიერეს, რომ მხოლოდ დღევანდელი დღე აქვთ, ჩვენ – მომავალი

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა, რუსეთმა კი, თითქოს მთელი მსოფლიო არაფრად ღირს - სარაკეტო თავდასხმები განაგრძო. 

აშშ-მ გამოაცხადა მხარდაჭერის კიდევ ერთი, $400 მლნ-იანი პაკეტის შესახებ - რაც საჭიროა, რათა სიცოცხლე და თავისუფლება დავიცვათ. რუსეთმა კი კიდევ ერთ საავადმყოფოზე თავდასხმისას რაკეტები გამოიყენა და ბავშვი მოკლა.  

დღეს ჩვენ ვმუშაობთ, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს ხალხს ჰქონდეს სითბო, ელექტროენერგია და კომუნიკაციის საშუალებები. რუსეთი კი იყენებს 67 რაკეტას, რათა შეუტიოს უკრაინის მასშტაბით ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლისთვის საბაზისო საჭიროებებს და იწვევს სიბნელეს მთელი უკრაინის მასშტაბით. 

ჩვენმა გუნდმა კიდევ 36 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ხალხს - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველა ტყვესა და დეპორტირებულს. 

ეს ყველაფერს ძალიან ნათლად აჩვენებს - ჩვენს და მათ შესახებ. ეს ყველაფერს ძალიან ზუსტად აჩვენებს. 

რუსი ოკუპანტები კვლავ ვერ აცნობიერებენ, რომ მათ მხოლოდ დღევანდელი დღე აქვთ, ჩვენ კი ნამდვილად გვაქვს მომავალი. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები