რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე ომის დასრულების პროგნოზები "ჟღერს როგორც ოცნება"

ამით ერმაკი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვოლოდიმირ გავრილოვს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება.  ერმაკის თქმით, ომის დასრულება მის მიერ გამოცხადებულ ვადებში ძნელად შესაძლებელი იქნება. 

" რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, უფრო რეალისტური ვიქნები" - განაცხადა ერმაკმა. 

მან აღნიშნა, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწია ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, მაგრამ ომი გრძელდება.

"არ ვარ მზად დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება... ყოველდღე, ყოველ წუთს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან რაც შეიძლება მალე მოვიდეს".- თქვა ერმაკმა. 

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც ჟღერდა რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში. 

კომენტარები