რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინას $60-მილიონიან პაკეტს – 125 საზენიტო იარაღს და სხვა ტექნიკას გადასცემს

Ukrainian Presidential Press Service

კიევში მყოფი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას $60 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს. სუნაკი პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

"თავდაცვითი დახმარების £50-მილიონიანი ($60-მილიონიანი) პაკეტი მოიცავს 125 საზენიტო იარაღს და ტექნოლოგიას ირანის მიერ მიწოდებულ სასიკვდილო დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, ათობით რადარს და დრონ-საწინააღმდეგო ტექნიკას". – თქვა სუნაკმა.

უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელი ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ყვავილებით შეამკო ომის დროს დაღუპულთა მემორიალიც.

სუნაკის თქმით, საჰაერო თავდაცვის პაკეტის გარდა, ბრიტანეთი ასევე გამოყოფს $14 მილიონს სასურსათო კრიზისში უკრაინის დასახმარებლად და $5 მილიონს მიგრანტთა დასახმარებლად.

კომენტარები