რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს და ეს ბარბაროსული ომი დაასრულოს

AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი ოცეულის (G20-ის) სამიტზე მიმართვისას აღნიშნა, რომ  რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და "დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი".

"აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა, ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საქმეები დაგველაგებინა. იმიტომ, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. რაც გარდამტეხი იქნება უკრაინისა და მსოფლიოსთვის. დიდი ბრიტანეთი უარყოფს ამ აგრესიას. მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება". - აღნიშნა პრემიერმა.  

უკრაინის მხარდასაჭერად, ბრიტანეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მალე დაასრულებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის 1000 დამატებითი რაკეტის მიწოდებას. ბრიტანეთი უკრაინას, ასევე, განსაკუთრებულად ცივი ამინდებისთვის 12 000 საძილე კომპლექტსაც გადასცემს. 

"ძალიან მარტივია - ქვეყნები არ უნდა შეიჭრან მეზობელ სახელმწიფოებში. არ უნდა დაესხან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და არასამხედრო მოსახლეობას, არ უნდა წამოიწყონ ბირთვული ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაზედაც ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ". აღნიშნა სუნაკმა.

კომენტარები