G20-ის სამიტი

შოლცი: კარგი იქნებოდა პუტინი G20-ის სამიტზე ჩასულიყო, თუმცა კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, კარგი იქნებოდა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ვლადიმირ პუტინი თავად ჩასულიყო, თუმცა, ამ შემთხვევაში მას კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა.

"კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავად ჩასულიყო G20-ის სამიტზე, თუმცა, ამ შემთხვევაში მას პირადად მოუწევდა ყველა კითხვისა და კრიტიკის მოსმენა, რომელიც მის მიმართ სახელმწიფოების უმეტესობას აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ არის აქ პუტინი". - თქვა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ პუტინის უარი დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლის გააკრიტიკონ რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში, მოუწოდონ მოსკოვს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და შექმნას პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

დიდი ოცეულის შეხვედრა ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები