რუსეთის საზღვაო ძალები

რუსეთის საზღვაო ძალები ბირთვული ტორპედოს შესაძლო გამოცდისთვის ემზადებიან – CNN

east2west news

ამერიკის შეერთებული შტატების დაკვირვებით, ბოლო კვირებში რუსეთის საზღვაო ხომალდები ბირთვული ტორპედოს შესაძლო გამოცდისთვის ემზადებიან - ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა ბელგოროდი - სპეციალური ოპერაციებისთვის მოდიფიცირებული რეაქტიული ჭურვი, რომელსაც შეუძლია უპილოტო წყალქვეშა იარაღების გაშვება. 

გასულ კვირას ხომალდები ტოვებდნენ სატესტო ზონას არქტიკულ ზღვებში და გამოცდის გავლის გარეშე ბრუნდებოდნენ პორტში. აშშ ფიქრობს, რომ რუსები, შესაძლოა, ტექნიკური სირთულეების წინაშე იდგნენ. 

"ეს შეიძლება ჩაითვალოს უფრო ფართო სურათისა და რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო პრაქტიკის ნაწილად, რაც გულისხმობს უკრაინაში ცუდად გაწვრთნილი და არასაკმარისად აღჭურვილი ჯარების გაგზავნას.

რუსეთის სამხედრო ინდუსტრია რთულ პერიოდს გადის. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის სანქციები მაღალტექნოლოგიურ სამხედრო აღჭურვილობაზე მოქმედებს და ეს უნდა გაგრძელდეს". - უთხრა დასავლელმა დიპლომატმა CNN-ს. 

ბელგოროდი, რომლის სიგრძე 184 მეტრზე მეტია, დღეს ყველაზე გრძელი წყალქვეშა ნავია ოკეანეში, უფრო გრძელი, ვიდრე აშშ-ს საზღვაო ძალების ოჰაიო კლასის ბალისტიკური და მართვადი რაკეტის წყალქვეშა ნავი.

კომენტარები