მიხეილ სააკაშვილი

ჩარკვიანი ენმ-ს: რად გინდათ ვიღაც უნიჭო მელია, ვის უგდებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება?

ვეყრდნობი ხელისუფლების განცხადებას, ამოვიღოთ, არქივია, განცხადება გააკეთეს, რომ არანაირი დაზიანება პრეზიდენტს არ აქვს - არის უჯანმრთელესი, არც თავის ტვინში აქვს დაზიანებები, არც არსად. ახლა აღმოაჩნდა უმძიმესი დაზიანებები. ეს მხოლოდ ემპათიის დასკვნა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობ. ამიტომ, ახლა ესენი იძულებული გახდებიან, ვერ გახდებიან და შემირცხვენიხართ ნაციონალური მოძრაობის პარტია და ყველა მისი ამომრჩეველი, თამარ ჩარკვიანის დასაცავი გახადეთ ეს კაცი? რად გინდათ ნიკა მელია. დათქვით საათი, დრო და კეთილი ვინებოთ და ვივამედთან მივიდეთ და გავჩნდეთ სულ ყველა, რომ თავი არ მოგვეჭრას. 

რა შუაშია ვიღაც უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. თქვენ, ამომრჩეველი, ყველას არ ვეხები, იქ არიან ადამიანები, დღე და ღამე რომ ათენებენ - ვის უდგებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? თქვენ ვის უგდებთ ყურს, მანდ, საბჭოში რომ სხედხართ, ვის მისჩერებიხართ? ერთი დიდი აქცია იმისთვის, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან. რა გახდა ერთი აქცია და ამის მობილიზება? ჩემთვის გაუგებარია. 

ამბობს Georgian Times-ის ეთერში პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას. გუშინ, 8 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო დიაგნოზები დემენცია და ტუბერკულოზია. 

კომენტარები