მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი

მსოფლიოს ყველაზე მაღალმა ქალმა პირველად იფრინა მას შემდეგ, რაც 6 ადგილი გაუთავისუფლეს

rumeysagelgi/Instagram

მსოფლიოს ყველაზე მაღალმა ქალმა პირველად იფრინა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ 6 ადგილი გამოუთავისუფლა. სტატიას გლობალური გამოცემა, Insider-ი აქვეყნებს. 

რუმეისა გელგი გასულ წელს გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქალად დასახელდა. მისი სიმაღლე 7 ფუტი და 0.7 ინჩია (215.16 სმ). 

Turkish Airlines-მა თვიმფრინავიდან მოხსნა 6 ადგილი, რომელიც ჩაანაცვლა სპეციალური საკაცით, რათა რუმეისას 13 საათიანი მგზავრობა სან-ფრანცისკოში კომფორტული ყოფილიყო. ფრენა სექტემბერში განხორციელდა. ამის შესახებ წერს MailOnline-ი.

სტატიაში ნათქვამია, რომ 24 წლის გელგის აქამდე თვითმფრინავით არ უმგზავრია მისი სიმაღლის გამო, რომელიც გამოწვეულია “უივერის სინდრომით”. ეს სინდრომი, სხვა ეფექტებთან ერთად, იწვევს ძვლების ჭარბ ზრდას. როგორც წესი, რუმეისა ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასაადგილებლად იყენებს ეტლს და სხვა დამხმარე საშუალებას. 

ფრენის დასრულების შემდეგ, გელგიმ ინსტაგრამზე გააზიარა მოგზაურობის სურათების სერია და დაწერა, რომ ეს იყო "უნაკლო მოგზაურობა დასაწყისიდან დასასრულამდე".

გელგიმ პირველი გინესის რეკორდი მოიპოვა 2014 წელს, როდესაც აღიარეს  მსოფლიოს ყველაზე მაღალ მოზარდად, სანამ ოფიციალურად 2021 წელს გახდებოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქალი.

კომენტარები