რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 4.5 მილიონზე მეტ ოჯახს არ მიეწოდება

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანაში 4.5 მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ზელენსკიმ 6 ნოემბერს, კვირას, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდება წყვეტა გრძელდება კიევსა და ექვს ოლქში. 4.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ამჟამად, მათგან უმეტესობა არის ქალაქ კიევსა და კიევის ოლქში. ძალიან რთული ვითარებაა". – თქვა ზელენსკიმ.

31 ოქტომბერს, ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში და ჩერკასის რეგიონში.

ჩერკასის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, იჰორ ტაბურეტსის თქმით, დაბომბვის შედეგად რეგიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

31 ოქტომბერს, დილის საათებში, აფეთქებების ხმა გაისმა კიევშიც. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიხედვით, საჰაერო იერიშის შედეგად დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არის დარჩენილი.

"მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის წყაროს აღდგენისთვის, მას შემდეგ, რაც დაზიანდა ობიექტი, რომელიც 350 000 საცხოვრებელ ბინას ამარაგებდა". – წერს კლიჩკო Telegram-ზე.

კომენტარები