კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქრიზოსტომოსი მთავარეპისკოპოსად 2006 წელს აირჩიეს. მთავარეპისკოპოსი ძლიერი ფიგურა იყო, რომელმაც კვიპროსის ეკლესიაში პრორუს ჯგუფებთან ბრძოლა დაიწყო. კვიპროსის ეკლესიამ 2020 წელს მისი მეთაურობით აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაც. ის აქტიურად აკრიტიკებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასაც.
"პუტინი შეიძლება ტაძარში დადიოდეს, ინანიებდეს, ჯვარი ეკეთოს, ეზიაროს, მაგრამ ამავე დროს კლავს, ეს არის მისი მართლმადიდებლობა?" – ამბობდა ქრიზოსტომოს II.
მთავარეპისკოპოსს კიბოს დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს.