ქართული სტარტაპი

ანა რობაქიძის სტარტაპი Theneo პროგრამისტების საერთაშორისო კონკურსის გაიმარჯვებული გახდა

პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summmit-ზე კონკურსში PITCH ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა Theneo-მ გაიმარჯვა, რომლის დამფუძნებელიც ანა რობაქიძეა. 

"წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. წინა წელს მხოლოდ მაყურებლის როლში ვიყავი და აქ ყოფნაზე ვოცნებობდი. აქ ყოფნა მნიშვნელოვანია აქ არა მხოლოდ ჩემი კომპანიისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვისაც". - თქვა რობაქიძემ.

კონკურსის გამარჯვებული Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს მაღალი ხარისხის API დოკუმენტაციას სთავაზობს. 

კონკურსი სულ სამი დღე გაგრძელდა და მასში 110 სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული მონაწილეთა კენჭისყრით, ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით გამოვლინდა.

კომენტარები