ასეთი განცხადებები მე, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და მის გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ. ნიკა გვარამიას განაჩენზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა სახელმწიფოშიც. ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას სხვანაირად ვუდგებით.
ნიკა გვარამიას საქმე
კობახიძე: გვარამიაზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო
tbl.ge/66cd
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძენიკა გვარამიანიკა გვარამიას საქმეაშშ-ს საელჩო საქართველოშისააპელაციო სასამართლომთავარი არხისაქართველო-აშშ
ამავე თემაზე
- ნიკა გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება – სახალხო დამცველი
- ოცნების დეპუტატი: ევროპარლამენტარებმა რეალობა უნდა დაინახონ და გაათვიცნობიერონ
- ALDE: საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ნიკა გვარამიას გათავისუფლება
- ბრეგაძე: შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი
- "მოგიწოდებთ, განიხილოთ გვარამიას შეწყალება" – 12 ევროპარლამენტარის წერილი ზურაბიშვილს