ნიკა გვარამიას საქმე

მელია გვარამიაზე: ოპოზიციას საერთო მიმართვა გვექნება, მჯერა, პრეზიდენტი პასუხს გვაღირსებს

დღეს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ცალკეული პარტიის წარმომადგენლობამ, იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით.

არ მინდა, არც ქალბატონი ზურაბიშვილი თვლიდეს, რომ მას ვემუქრებით, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, [თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს] არავითარი განსხვავება ჩემთვის ივანიშვილსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, კობახიძესა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, არ იქნება და არ იარსებებს, მეტიც, უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება, იმიტომ, რომ კობახიძე ყასიდად საუბრობს დღეს, რომ "მე რა შუაში ვარ, სასამართლო დამოუკიდებელია", გამოვა კალაძე და "მე რა შუაში ვარ, გული კი მწყდება, არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია".

და ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს. და თუ შენ ასე იქცევი, მიუხედავად ყველაფრისა, შენ იქნები სამიზნე საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური, დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მეტიც, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები