ლენტეხი

ლენტეხის მერის კაბინეტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტს რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით ლენტეხის მერს, გია ონიანს კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები