ნიკა გვარამიას საქმე

დეკანოიძე: დროა, პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და გვარამია შეიწყალოს

ყოველგვარი რაღაც განცხადებების გარეშე, მინდა, ძალიან კონკრეტულად ვთქვა - ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან, ნიკა გვარამიას თავისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია. ასევე, 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ახლა მე ჩემს მოწოდებას გავაგრძელებ, რომელიც დილას გავაკეთე და იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხის მიმართ ნიკას დამოკიდებულება ვიცი, მინდა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და მიმართვის შემთხვევაში [რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მოვიფიქრებთ]. იმიტომ, რომ ეს აგრეთვე არის პარტნიორებთან განსახილველი ძალიან სერიზული საკითხი, შეასრულოს, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ჩვენ ევროინტეგრაციას. თორემ, ნიკა გვარამია თავისუფალია და მან მხნეობის ყველაზე უფრო გამორჩეული მაგალითი აჩვენა.

ამიტომ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც პრეზიდენტი პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, ახლა დროა, რომ მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს, შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ეს ნაბიჯი გადადგას. ნიკა გვარამიას თავისუფლება, რომელიც რეზოლუციაში წერია, უნდა შევასრულოთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები