სამხრეთ კორეა

სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა

Lee Ji-eun/Yonhap/AP

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის აღსანიშნავად შეკრებულ ხალში ჭყლეტის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა. ასამდე კი დაშავდა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ვიწრო, დახრილ ხეივანში ასობით ადამიანი უმძრაოდ იწვა, როცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და პოლიცია მათ დახმარებას ცდილობდნენ. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარის ზუსტ მიზეზებს იძიებს.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სეულში ჰელოუინის დღესასწაულისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ ათობით ადამიანი სამედიცინო დახმარებას იღებდა.

Yonhap-ის ინფორმაციით, ადამიანებს "გულის გაუჩერდათ". საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს, სულ მცირე, 81 ადამიანს, რომლებსაც "სუნთქვა უჭირდათ".

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა გასცა ბრძანება, გამოეყოთ სასწრაფო საწოლები ახლომდებარე საავადმყოფოებში.

იუნმა სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა.

კომენტარები