ისრაელი

ისრაელსა და ლიბანს შორის, აშშ-ს შუამავლობით, საზღვაო შეთანხმება გაფორმდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, იაირ ლაფიდი აწერს ხელს ლიბანთან საზღვაო შეთანხმებას.
RONEN ZVULUN / AFP

აშშ-ს შუამავლობით, ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვაო შეთანხმება გაფორმდა. ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაფიდმა შეთანხმებას "მოწინააღდეგე ქვეყნის მიერ ისრაელის სახელმწიფოს აღიარება" უწოდა. 

ისრაელის მთავრობამ შეთანმხება ორივე მხარის მიერ ხელმოწერის ცერემონიამდე დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა ხელი მოაწერა შეთანხმებაზე თანხმობის წერილს.

"მოწინააღმდეგე სახელმწიფო, შეთანხმებაზე ხელმოწერით, ისრაელის სახელმწიფოს ყოველ დღე არ აღიარებს, მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. საფრანგეთი და გაერო ყოველ დღე არ დგანან ჩვენს უკან, შეთანხმებისთვის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად. ". – თქვა იაირ ლაფიდმა მთავრობის სხდომის წინ.

The Times of Israel-ი წერს, რომ ტექნიკურად ლიბანი და ისრაელი კვლავ ომში არიან და შეთანხმება სახმელეთო საზღვარს არ ეხება, თუმცა, შეთანხმება განიხილება როგორც ლიბანის მიერ, ჰეზბოლას დაჯგუფების ჩათვლით, ისრაელის ფაქტობრივი აღიარება.

"ეს შეთანხმება აძლიერებს და ამყარებს ისრაელის უსაფრთხოებასა და ქმედების თავისუფლებას ჰეზბოლასა და ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ. ამ შეთანხმების ნიშვნელობაზე თავდაცვის სფეროში არის კონსენსუსი, რომელსაც იშვიათად ნახავთ". – თქვა ლაფიდმა. 

ლაფიდმა, ისრაელის მთავრობის მიერ კენჭის ყრის შემდეგ, შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეები ლიბანში, გაეროს ბაზაზე ხელმოწერის ერთობლივ ცერემონიასაც გამართავენ, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენლობაც დაესწრება.

ლიბანის პრეზიდენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ისრაელისა და ლიბანის დელეგაციები ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ელიან, რომ შეთანხმება ლიბანის ეკონომიკურ კრიზისს შეამსუბუქებს და მხარეებს შორის დაასრულებს უთანხმოებას ხმელთაშუა ზღვაში 860 კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც ისრაელის ქარიშისა და ლიბანის ქანას ბუნებრივი აირის საბადოებს ფარავს. შეთანხმების მიხედვით, ლიბანი აღიარებს ისრაელის მიერ 2000 წელს გამოცხადებულ საზღვაო საზღვარს. რომელიც ქალაქი როშ ჰანიქრას სანაპიროდან 5 კილომეტრში მდებარეობს, აქედან ისრაელის საზღვაო საზღვარი ჩაუყვება სადავო ზონას, რომელიც ცნობილია როგორც 23-ე ხაზი. ლიბანი 23-ე ხაზის ჩრდილოეთით ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, მათ შორის ქანას გაზის საბადოდან, ისრაელს კი შეეძლება ბუნებრივი აირის პროდუქცია ქარიშის საბადოშ და ქანადანაც სარგებელს მიიღებს, როდესაც ის ამოქმედდება.

საზღვაო შეთანხმებაზე ჰეზბოლას გარდა თანხმობაზე მიანიშნა ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმაც.

კომენტარები