კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მე და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვისაუბრეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბრიუსელში ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა და საქართველოს არა, ვიტყოდი, რომ ეს დისკრიმინაციული იყო. ეს ვერც მორალურად იქნება გამართლებული და საზიანო გადაწყვეტილებაა. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რადგან, ბოლო წლებია, ძალიან ბევრს მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობა იყო. ჩვენ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე 16 უნგრელი ექსპერტი მუშაობს.
tbl.ge/664j
დაკოპირდა

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- მადიარი: გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან
- კობახიძე ორბანს: მადლობა მხარდაჭერისთვის, გისურვებთ ხანგრძლივ ლიდერობას
- ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
- ორბანის თქმით, 2008-ში თბილისი ომში გლობალისტებმა ჩაითრიეს, ქართველებმა გაკვეთილი ისწავლეს
- ორბანი: საქართველოს მთავრობა მხეცია, რომელთანაც ბრძოლის ეშინია ბრიუსელს




