საქართველო-აზერბაიჯანი

ვოლსკი: არ არსებობს საკითხთა წრე, რომელზეც შეიძლება ზურაბიშვილმა ალიევთან ისაუბროს

სახელმწიფოს მეთაური ჩვენი კონსტიტუციით არის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის კონსტიტუციით - პრემიერმინისტრი. [იყო] გარკვეული დრო, შეზღუდული. ჩადიან გერმანიაში სახელმწიფოს ხელძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან შტაინმაიერს და ამაზე არ ტყდება ამბავი. თემებია ისეთი, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმაც. 

[...] ცალკე მოწვევა რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამეტის თავმჯდომარე, იქ საკითხების წრესაც განსაზღვრავ და არ არსებობს ის საკითხების წრე, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს - საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. 

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურბაიშილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით ინფრომაცია არ მიაწოდა. ზურაბიშვილმა გამოხატა მზაობა, უახლოეს მომავალში ალიევს თავად უმასპინძლოს. 

კომენტარები