უკრაინა-საქართველო

#DefendingUkraine – დღეს, 16 ოქტომბერს უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ტაბულა

დღეს, 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქცია 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა საქართველოში ის გადადეს. 

14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა. 

ღონისძიება 16 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს  თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: "როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე".

კომენტარები