თურქეთი

თურქეთმა შესაძლოა მიიღოს დეზინფორმაციის შესახებ კანონი, რომლის დამრღვევს ციხე ემუქრება

თურქეთის მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს

თურქეთის პარლამენტი დეზინფორმაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც პრესასა და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყანაში ჟურნალისტები შესაძლოა, კიდევ უფრო დააზარალოს.

ვენეციის კომისია მოუწოდებს თურქეთის პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ინიციატივას.

"თქვენ ერთადერთი თავისუფლება დაგრჩათ, ტელეფონი თქვენს ჯიბეში, რომლებსაც აქვთ Instagram, Facebook, Youtube, რომლითაც კომუნიკაცია შეგიძლიათ. თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, თქვენ შეგიძლიათ, დაამტვრიოთ თქვენი ტელეფონები და გადაყაროთ ისინი. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მათი გამოყენება, თუმცა 2023 წლის ივნისის არჩევნებზე ჩემი ახალგაზრდა დები და ძმები მთავრობას გაკვეთილს ასწავლიან". - თქვა ოზოციონერმა.

კომენტარები