ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები

ოხანაშვილი ივანიშვილის დეპუტატებზე: პრორუსულ განცხადებებად ვერ იქნება განხილული

ხალხის ძალის განცხადებები, მე რაც მომისმენია და მინახავს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც თქვენ ეძახით, პრორუსულ განცხადებებად. შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით, რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია [...] ყველას მოგვიწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და მე არ მგონია, რომ ან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ან ვინმესთვის, ფინანსების საჯაროობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ ყველაფრის გასაჯაროება. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარტიიდან წასული დეპუტატების განცხადებებზე, რომლებმაც მოძრაობა ხალხის ძალა ჩამოაყალიბეს.

კომენტარები