ქსენია სობჩაკი

სობჩაკმა ვერ გაიგო თუ რატომ უნდა დაეთანხმოს პუნქტს Слава Україні! დედაენის ბარში შესასვლელად

YouTube

რუსი ჟურნალისტი და მსახიობი, ქსენია სობჩაკი, რომელიც რამდენიმე კვირაა საქართველოში იმყოფება, დედაენის ბარში არ შეუშვეს.

სობჩაკი როგორც თავად აღნიშნავს, თბილისში გადაცემის გადასაღებად არის ჩამოსული და ბარის მფლობელის მხრიდან ახსნის მიუხედავად, ვერ გაიგო თუ რატომ უნდა შეავსოს ანკეტა ბარში მოქმედი ე.წ. ვიზის მისაღებად.

"რუსებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან, შეიძლება, არაფერი იცოდნენ აფხაზეთზე. რატომ გაქვთ კითხვარში პუნქტი "დიდება უკრაინას", ან ის, ვიცით თუ არა, სად მიდის რუსული სამხედრო ხომალდი?". - კითხა სობჩაკმა ბარის მფლობელს, დათა ლაფაურს.

ბარში მოქმედი ე.წ. ვიზის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:

  • ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
  • ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
  • ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
  • აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
  • საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
  • მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
  • დიდება უკრაინას; 

კომენტარები