ივანიშვილის დეპუტატები

სუბარი: EU-ს წევრობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას

სუვერენიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით, აბსოლუტურად სუვერენული სახელწიფო არ არსებობს, რომ ჩვენი მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას. განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს სუვერენიტეტის და ეს თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის, ყოველდღე ვხედავთ, ბრიტანეთი სწორედ ამის გამო გავიდა, იქ პოლონეთი, უნგრეთი, უამრავი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, თავისი ეროვნული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. ამაზე როცა მიდიხარ სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, მაგრამ სამაგიეროდ იღებ დივიდენდებსაც, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს არ არის მხოლოდ საერთო ბაზარი, ეს არის გარკვეული ღირებულებები, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი, პროპაგანდისტულ POSTV-ს ეთერში. 

კომენტარები