საქართველო-NATO

ზარქუა: დღეს საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისთვის, NATO არ არის მზად

რაც შეეხება NATO-ევროკავშირს, ჩვენ გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციის მორიგი ნაბიჯი, მივიღეთ აღიარება. რაც შეეხება NATO-ს მიმართულებით საკითხს, მესმის უკრაინის, რომელსაც მცდელობა აქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს NATO-ს - ეს მესმის, განსაცდელშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა. 

უკრაინის ამ ინიციატივაზე თქვენ იცით, რომ NATO-გან პასუხი მიიღეს, რომ დაჩქარებულად არ აპირებენ უკრაინის თემის განხილვას. ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება, არ უნდა მოვიტყუოთ თავი. დღეს საქართველო არის მზად NATO-ში წევრობისთვის, უბრალოდ, NATO არ არის მზად და ეს თვითონ თქვა რასმუსენმა. ასე, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას, იმ მიღწევებს, რაც გვაქვს.

Interpressnews-ის ინფორმაციით, თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. 

კომენტარები