ჩეხეთი

ჩეხეთი უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს

29 სექტემებრიდან ჩეხეთის პოლიცია სლოვაკეთის საზღვარზე შენგენის კოდექსის შესაბამისად ათდღიან სასაზღვრო კონტროლს იწყებს, რათა ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შესვლა აღკვეთოს. ინფორმაციას  Euractiv-ი ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

"არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო ვითარებას განვიცდით . მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან ჩეხეთში პოლიციამ 11 000 არალეგალი მიგრანტი დააკავა". - თქვა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.

ჩეხეთის საზღვარს არალეგალი მიგრანტების გახშირებული რაოდენობა კვეთს, რომელთა უმეტესობა თურქეთიდან ევროკავშირში ჩასული სირიელებია.

კომენტარები