ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჟურნალისტები და პოლიტიკოსები გამომწერებს ბუჩამდე იყო აფხაზეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ბუჩამდე იყო აფხაზეთი -  რუსეთის დანაშაულების აღიარების კამპანიას მხარს გავლენიანი დასავლელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ფიგურები უჭერენ.

იან კელიმ, მაიკლ მაკფოლმა, დავიდ პატრიკარაკოსმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა, ტომ როგანმა, ილაი ლეიკმა, იაშა მუნკმა საკუთარ გამომწერებს კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

"ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან იციან რუსული შემოჭრის სისასტიკე. ბუჩამდე აფხაზეთი იყო", - წერს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი და აზიარებს ამერიკის ხმის ჟურნალისტის, ანი ჩხიკვაძის ტვიტს, სადაც კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი შესახებ ვკითხულობთ. 

"კამპანია, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. უკრაინის ომმა საქართველოში ბევრს აფხაზეთში მომხდარი სისასტიკის ხსოვნა გაუცოცხლა. მსხვერპლთა ისტორიები ჯერ არ არავის უამბია. გთხოვთ დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში", - წერს Twitter-ზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე. 

"ეს დიდ მიზნებს ემსახურება. მოგიწოდებთ ჩემს ყველა გამომწერს, რომ ნახოთ" - წერს Twitter-ზე ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი, დავიდ პატრიკარაკოსი.

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც, ტომას ჰენდრიკ ილვესმაც მოუწოდა გამომწერებს კამპანიის ბუჩამდე იყო აფხაზეთი მხარდაჭერისკენ და აღნიშნა - "დავიწყებული მსხვერპლი. ბუჩამდე იყო აფხაზეთი". 

"როგორც ორუელმა შენიშნა, პოლიტიკური კონიუნქტურით წყდება, ომის დანაშაულის რომელ მსხვერპლთა ხსოვნას იხსენებენ ფართოდ და რომელს უგულებელყოფენ. ეს დიდი კამპანიაა, რათა დაგვიანებით გავიხსენოთ რუსული აგრესიის მსხვერპლთა ნაწილი, რომელსაც ჩვენი მთელი ყურადღება ეკუთვნით", - წერს იაშა მუნკი. 

ტვიტს, ამასთანავე, აზიარებენ აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლიWashington Examiner-ის ჟურნალისტი, ტომ როგანი და Bloomberg View-ს მიმომხილველი ელი ლეიკი

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია 24 მაისს კლუბ KHIDI-ში გამართული  ინტერაქტიული ექსპოზიციით დაიწყო. ამის შემდეგ კი კამპანიის ფარგლებში ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დასაცავად აქცია გაიმართება.

თუ გსურთ, ჩაერთოდ გენოციდის აღიარების კამპანიაში ხელი მოაწერეთ პეტიციას

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები