მკვლელობა კახეთში

საგარეჯოში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

Tabula

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ადგილობრივები და დაღუპულის ნათესავები ამბობენ, მამაკაცი დაახლოებით ღამის 2 საათზე, საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ჩაცხრილეს. დაღუპულის ერთ-ერთი ახლობელის თქმით, მამაკაცს ჭრილობები სახისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

კომენტარები