სახალხო დამცველი

ხვიჩია: ვერავის ვენდობით, საკუთარ თავს წარვადგენ ომბუდსმენის კანდიდატად, მხარი დამიჭირეთ

მე ვფიქრობ, ჩვენ ამერიკული მმართველობით უნდა წავიდეთ - სასამართლო უნდა გავხადოთ უკეთესი, სადაც არ დადგება დღის წესრიგში მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის როლი ნელ-ნელა შემცირდება, მაგრამ, მანამდე, სანამ ეს მოხდება, ჩვენ რაღაცნაირად... სახალხო დამცველი თუ რამეში გვჭირდება, გვჭირდება მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის - ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა. არცერთი სხვა თემა, ჩემი აზრით, იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. 

ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლება, იყოს ის სახალხო დამცველი, რომელსაც მხარს დავუჭერდით და რაღაცნაირად, ჩვენ ჩვენი პოზიციით ვიმოძრავებდით. იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს გააჩნია, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფიქსირდება და ძალიან რთულია, ფაქტობრივად რაღაცნაირად, სხვანაირ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში, ამ ფაქტმა მიგვიყვანა იქამდე, რომ აღმოვაჩინეთ, რომ ვერავის ვერ ვენდობით, არავინ არ გვყავს ისეთი კანდიდატი, ვინც არის... მაგრამ გადავწყვიტეთ, უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ, მე გირჩის სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და გთხოვთ მხარდაჭერას...

...რაც შეეხება ჩემს გეგმას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს, მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება დაყოფა ადამიანების იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, LGBT თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობების თუ ასე შემდეგ. ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, იმიტომ, რომ ყველა ზემოჩამოთვლილს, ჩვენ როგორც ადამიანებს, ისე ვუყურებთ. 

ამავდროულად, ამ ადამიანებისთვის, რასაკვირველია, ყოველგვარ საჭიროებას, რაც არსებობს ისეთ რეალობაში, როცა სასამართლო არ გივარგა, ჩვენ ვერ ამოვავსებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ადამიანს პატიმრობა ემუქრება, ვეცდებით, რომ ის პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც სამართლიანი იქნება იმ წუთას და გაჩვენოთ ამ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებები, რომელსაც მართალია, ბევრს ვაკრიტიკებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავიაზრეთ პოლიტიკოსებმა თუ რა მტკივნეულად ეხება ის თითოეულ მოქალაქეს.

მე გთხოვთ მხარდაჭერას და მინიმუმ გპირდებით იმას, რომ ამ პრობლემების შესახებ ყველა თქვენგანი დეტალურ ინფორმაციას მოისმენს, ხოლო მეორეხარისხოვანი და უაზრო პრობლემები, რომლებიც თითიდან გამოწოვილი გეჩვენებათ ყველას, ისევე როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, არ იქნება ყურადღებამიქცეული ან მეორე პლანზე გადავა.

თქვა გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში.

კომენტარები