რუსეთ-საქართველო

ნავთობი, ფქვილი, კოქსი, მარგარინი – რა ვიყიდეთ რუსეთისგან იანვარ-აგვისტოში

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 788.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 477.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 226.6 მლნ. აშშ დოლარი).

რუსეთი სამეულშია როგორც უმსხვილესი საიმპორტო, ისე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიაში. საქართველომ რუსეთში 409.3 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაყიდა და 1 068.5 მლნ დოლარის საქონელი იყიდა. 

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში შედის - ნავთობი და ნავთობპროდუქტები (337 221 100 აშშ დოლარი), ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები (44 561 200 აშშ დოლარი), ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი (44 431 400 აშშ დოლარი), კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან (43 672 500 აშშ დოლარი), მარგარინი (29 225 300 აშშ დოლარი), დანარჩენი საქონელი (569 399 100 აშშ დოლარი).

რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები (101 102 500 აშშ დოლარი), მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები (90 382 500 აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (34 262 000 აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (34 129 800 აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (28 580 500 აშშ დოლარი), სხვა საქონელი (120 796 300 აშშ დოლარი).

კომენტარები