ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ყველაფერი გამართლდა, რაც გერონდამ ათონის მთაზე მითხრა

კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან [არქიმანდრიტ ეფრემთან] შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა. 2021 წელს ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ ათონის მთაზე წავიდა, რათა “დეტოქსი განეცადა”.

კომენტარები