ნიკა მელია

ნიკა მელია: არ შეიძლება ოლიგარქი დამარცხდეს მოოლიგარქო ტიპებით და პერსონაჟებით

უმოქმედობა პრობლემაა, მოქმედება პრობლემა და რაღაცა პოლიტიკურ მოთხოვნას დააყენებ და ბიძინას წისქვილზე ასხამ წყალს. არ დააყენებ და ესეც ბიძინას წისქვილს აძლიერებს, ანუ ყველაფერი ბიძინას აძლიერებს? კიბატონო, ბიძინას აქვს ბევრი ფული, რაც ოპოზიციას არ აქვს და ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რომ ელემენტარული რესურსი ამ პორცესისთვის მოვიპოვოთ, მაგრამ ეს ძალიან საფრთხილო პროცესია, იმიტომ რომ მე ამ გზაზე გადავაწყდი ადამიანებს, რომლებსაც მე აღარ ვენდობი, ნამდვილად. ადამიანს ჰქონდეს ფული და რესურსი არ ნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ ალტრუისტული მიზნები და ამოცანები...  ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, ოპოზიციურ ველზე მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ არიან... 

მე ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციას სჭირდება გაძლიერება, მათ შორის ფინანსურადაც.. დიდი გამოცდილება მივიღე და დავრწმუნდი, რომ ოლიგარქის დამარცხება არ უნდა გულისხმობდეს მოოლიგარქო ტიპების და პერსონაჟების დახმარებით მათ დამარცხებას, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ოლიგარქი დამარცხდეს მასზე სწორება აღებული ადამიანებით... ფულს არ უნდა გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მომავალი...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, 14 სექტემბერს, TV პირველის ეთერში. 

კომენტარები