უკრაინა-საქართველო

მდინარაძე: კობახიძის განცხადება რატომ შევაფასო? გგონიათ, განსხვავებული პოზიცია მექნება?

რატომ დადგა ისე საკითხი, რომ მე უნდა შევაფასო ირაკლი კობახიძის განცხადებები? გგონიათ, რომ განსხვავებული პოზიცია მექნება? არა, იგივე პოზიციაზე ვარ. [პლებისციტზე კობახიძის მოწოდება] გნებავთ რიტორიკულ მოწოდებად ჩათვალეთ, გნებავთ, რეალურ მოწოდებად ჩათვალეთ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოდნავ მაინც იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ უნდა, რომ საქართველოში დღეს იყოს მეორე ფრონტი და ამაში ქართულ პერსპექტივას ვერ ხედავს, მაშინ, კი ბატონო, ჩავატაროთ პლებისციტი. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. გუშინ, 13 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩავატაროთ პლებისციტი, ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, გაიხსნას მეორე ფრონტი". 

კომენტარები