თქვენ იცით, რა კონტექსტში იყო ეს კითხვა დასმული და რა იყო ამის პასუხი. მაგრამ, იგივე საპატიმროში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით როდესაც წყდება ეს საკითხი, დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს. ხოლო როდესაც ამასთან დაკავშირებით კრამონის მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ის პასუხს მიიღებს. მათ შორის ისეთს, როგორსაც, ამ შემთხვევაში მისი პოზიცია იმსახურებს. ირაკლი კობახიძის პასუხი აბსოლუტურად ნორმალური იყო და მის რეპლიკაში ზღვარს გადასული არაფერი ყოფილა. ხოლო თავად კრამონის განცხადება ზღვარს გადასული და მართლაც ფსკერს ქვემოთ იყო დაშვებული.
tbl.ge/64n0
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ Palitranews-ის ეთერში. მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მას საქართველოში ყოფნის დროს ნიკა გვარამიასთან ციხეში შესვლის უფლება არ მისცეს. კრამონს ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროპარლამენტარი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად არაა შესაშვები. ასევე კობახიძის საპასუხოდ კი კრამონმა ოცნების თავმჯდომარეზე დაწერა, რომ როდესაც ფიქრობს, რომ ის უფრო დაბლა ვეღარ დაეშვება, უფრო დაბლა მიიწევს და მეტ ტყულებსაც იგონებს.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




