რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად წყალმომარაგება და ელექტროენერგია კვლავ შეწყდა

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და თბოელექტროსადგურის დაბომვის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება კვლავ არ მიეწოდება

"გუშინდელი სიტუაცია კვლავ მეორდება. დაბომბვის გამო, კრიტიკული ინფრასტრუქტურა მწყობრივად გამოვიდა, რის შედეგადაც ხარკოვში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდულია.

ენერგოინჟინრები და მაშველები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ". - წერს ტერეხოვი Telegram-ზე. 

აქამდე, ტერეხოვის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში 11 სექტემბრის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება 80%-ით აღდგა. თუმცა, მოგვიანებით, ოკუპანტებმა ხარკოვზე საჰაერო დარტყმები განაახლეს. 

კომენტარები