ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინის ჯარებმა შეძლეს მოსკოვის თავდასხმის შეჩერება დონბასში, რუსებისთვის ზურგში დარტყმა და ტერიტორიების დაბრუნება. მხოლოდ უკანასკნელ დღეებში, ჩვენ ვიხილეთ დამატებით პროგრესი სამხრეთში, ხერსონსა და აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში. ეს აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, შესაძლებლობებსა და სიმტკიცეს და ეს აჩვენებს, რომ ჩვენს დახმარებას ყოველდღიურად მოაქვს ცვლილებები ბრძოლისველზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სტოლტენბერგი: უკრაინელებმა შეძლეს ოკუპანტების შეჩერება დონბასში და ტერიტორიების დაბრუნება
tbl.ge/64mb
დაკოპირდა

ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინელების კოტრშეტევაზე.
უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.
ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკისისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებს.
ამავე თემაზე
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ
- NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
- ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება




